logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
თავისუფლების მოედანზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თავისუფლების მოედანზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
22:13 14.01.2020
მიმდინარე წლის 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება.

ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით.

ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები პუშკინის ქუჩიდან გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ კვლავ ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან და გაივლიან მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს.

ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ტრანსპორტის მსგავსად, გაივლის ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს.

კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდებიან.

მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირს თაბუკაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო კოჯრის გზატკეცილის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებად ამაღლების ქუჩა N11 განისაზღვრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა