logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: 2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს
პრემიერი: 2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს
00:27 01.01.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს.

პრემიერის მისალოცი წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ძვირფასებო!

გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს.

ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას!

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ;

ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს.

მეგობრებო,

2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის.

საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით - ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა.

სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ - ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა. ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს - ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ!

დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი იქნება წარმატებული - საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში.

2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს და კეთილდღეობას - თითოეული ჩვენგანის ოჯახს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.

სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს!

გილოცავთ!"-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა