logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
18:50 31.12.2019
ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი შობა-ახალი წელი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური გმირობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალა.“ მინისტრმა ჯარისკაცებს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თავდაცვის ძალებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. „შემდეგი წელი იქნება ჩვენი სამინისტროსთვის განახლების, აღმშენებლობის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი.

გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი ახალი რეფორმები, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - ეს არის ჯარისკაცზე ორიენტირებული პოლიტიკა. მთელი გუნდი, თქვენთან ერთად, ყველა იმ მიზანს, რომელიც ერთობლივად დავისახეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და აფრიკის კონტინენტზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ 870 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველო ორ ქვეყანაშია წარმოდგენილი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულით და მალიში ერთი მეკავშირე ოფიცრით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა