logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
14:43 03.12.2019
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნას უკავშირდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე და საკითხზე მუშაობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ კარგად ვიაზრებთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრები აწყდებიან. მე არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც უწყებები და საქართველოს მთავრობა, ცალკეული სამინისტროების სახით მათ შორის და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობდნენ. პროგრესის პარალელურად გვაქვს გამოწვევები, რომელიც დასაძლევია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჭირდება დრო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დრო უნდა იყოს გონივრული და ძალიან დიდხანს ამ მიმართულებით ვერ დავიცდით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, ახლა, ამ ეტაპზე გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხზე. ჩვენ, ალბათ უკვე წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, სად უნდა იყოს მექანიზმი სტრუქტურულად, როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ კოორდინაცია იყოს ეფექტური, თუმცა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუნებრივია კონსესუსის შედეგად და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის და ამ პროცესში ჩართული პირებისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, ეს მექანიზმი იქნება შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხზე და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ესეც, რომ ამ საკითხზე მუშაობა დროულად დავასრულოთ. გვესმის, რომ ეს ვალდებულებაა, თუმცა, გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მთავრობისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ძალისხმევისთვის.

კონფერენცია სახელწოდებით „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე, ასევე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე.

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა