logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დედაქალაქს კიდევ 54 ახალი ავტობუსი შეემატა
დედაქალაქს კიდევ 54 ახალი ავტობუსი შეემატა
12:34 03.12.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით 38 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი და 16 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო.

„დღეს, ჩვენ - მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას წინასაარჩევნო პერიოდშიც დავპირდი მოსახლეობას. დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.

შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16 ერთეული MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვაახლოთ, იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ყველაზე ეფექტური და სწრაფი. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე და მეტროზე. გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 100 000 მგზავრით მეტი ჰყავს გადაყვანილი. მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე, ვაგონების მოდერნიზება გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს ახალი ავტობუსების შემოყვანას და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებასთან ერთად, ახალი მარშრუტების დამატებას ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

„ჩვენ არა მარტო ჩავანაცვლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, არამედ დამატებით შემოვიყვანთ ავტობუსებს, რომ იმ უბნებში, რაიონებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობას, ეს საკითხი მოგვარდეს. არის ქუჩები, სადაც ადამიანებს დიდხნიანი ლოდინი უწევს - 30-40 წუთი, სანამ ავტობუსი გამოივლის. გპირდებით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე გამართული და სწრაფი. ყველა პროექტში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვახორციელებთ, გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ავტობუსის ზოლები.

ასევე, დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ ყველა ჩვენი ავტობუსი არის ადაპტირებული და ყველა პროექტის განხორციელების დროს, ამას ვითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ადაპტირებული იყოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა