ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია
გრძელდება.
პროექტის ფარგლებში, განათების ქსელის, დამცავი მოაჯირის, ბორდიურის, ფილებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, კაუჩუკისსაფარიანმოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძეგაეცნო.
„რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე გზაგამყოფი სკვერი ძალიან ცუდ მგომარეობაში იყო. ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 90 000 ლარს დახარჯავს.