logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა 200 ავტობუსი შეემატება
დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა 200 ავტობუსი შეემატება
17:18 29.11.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) დაახლოებით 200 ავტობუსი დაემატება.

ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს EBRD-სთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს 80 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

დღესვე, ივანე მაჭავარიანმა და კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.

ამავდროულად, EBRD მზადაა, მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად (ავტობუსების მარშრუტები, გადახდის სისტემები, სატარიფო გეგმა და ა.შ.)

„საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, მოსახლეობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა