logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
12:12 29.11.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობა ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფაა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წელს, დაბა ბაკურიანში განხორციელდა 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა. მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები.

შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

"აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბაკურიანში ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ნაწილზე კი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.

დასრულდა: მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; დიდველზე პარკინგის გაფართოება; ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები;

მიმდინარეობს: მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა; პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა; შემუშავდა პროექტი და შემდეგ წელს განხორციელდება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები;

ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება, ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის"-აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა ბაკურიანში სახელმწიფო რწმუნებულის ორგანიზებით ჩატარდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა