logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
14:21 11.11.2019
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს.

მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების ანონსირებას ისახავდა მიზნად.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა რაც თანამშრომლებენ. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 16 ვიდეო ბლოგი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგებს სოციალურ ქსელში 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვთ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას აცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და ეხმარებიან მათ ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

მედია-ტურის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პრომეთეს მღვიმესა და კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. ტურის მონაწილეებს ზუგდიდში, ახლადგახსნილმა ბუტიკ სასტუმრო „ლეთომ“ უმასპინლა, რომლის ძირითადი ღირებულება ხალხია და თავადაც ხელს უწყობს სტუმართმასპინძლობის განვითარებას რეგიონში. „ლეთოში“ გამართულ გალა-ვახშამზე ტურის მონაწილეებისთვის გათამაშებაც გაიმართა, სადაც გამარჯვებლს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისთვის „ვისოლის“ საწვავი, „ლეთოს“ სასტუმროს ნომრის ჯავშანი და დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ერთწლიანი აბინემენტი გადაეცა. იგივე პრიზები ელის #იმოგზაურევისოლთანერთად პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ორთვიანი სოციალური მედია გათამაშების გამარჯვებულებსაც, მედია ტურის მონაწილეთა კომფორტულ მგზავრობაზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებმა გორსა და არგვეთაში იზრუნეს და „სმარტთან“ და „ვენდისთან“ ერთად მოგზაურობის სრული სიამოვნება შეუქმნეს.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორ ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მღვიმეში 2019 წელს სრულად შეიცვალა განათების სისტემა და ტურისტებს ახლა სრულიად განსხვავებულ გარემოში შეუძლიათ მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმის ბოლო დარბაზში იმართება ლაზერ-შოუც. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, მედია-ტურის მონაწილეებმა პანტონით გაისეირნეს პალიასტომის ტბის ფიჩორის მონაკვეთზე და მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორია წელს საქართველოში პირველად, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა