logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი
ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი
19:10 09.11.2019
„ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი“ - განაცხადა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა საგურამოში, მუნიციპალური პარკის გახსნაზე.

მისი თქმით, ამ პროექტში „ქართუს“ ინვესტიცია დაახლოებით ერთი მილიონი ლარია.
როგორც ნიკო ჩხეტიანმა აღნიშნა, საგურამოს ამ ტერიტორიაზე ათწეულების განმავლობაში ცუდი მდგომარეობა იყო. საბჭოთა დროიდან იდგა სამხედრო ნაწილი, შემდეგ სამხედრო გადამზადების ცენტრი იყო.

„აქ იყო სრული ანტისანიტარია. ყველაფერი დაიწყო 2017 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ეწვია აქაურობას და გულისტკივილი გამოთქვა, თუ რა დღეში იყო. ამის შემდეგ პარკის მშენებლობაში ჩაერთო „ქართუ“ და იზრუნა იმაზე, რომ მოეწყო მუნიციპალური პარკი - სპორტული და დასვენების სივრცე. აქ არის ამფითეატრი, რომელიც სკოლას შეუძლია გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. დღეს ასევე გაიხსნა დიდი ქართველის, დავით გურამიშვილის ძეგლი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

„ჩვენ გვერდში ვუდგავართ სახელმწიფოს იქ, სადაც მას უჭირს და არ აქვს დროებით შესაძლებლობა, რომ თვითონ მიხედოს ამა თუ იმ საქმეს. ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი. დღეს აქ უამრავი ბავშვი თამაშობს და დამსვენებელი და დამთვალიერებელი მოდის, ჩვენთვის ყველაზე დიდი მადლობა არის სწორედ ეს, რომ ჩვენი გაკეთებული პროექტი საჭიროა მოსახლეობისთვის და ის მას იყენებს. ეს არის თქვენი, საგურამოელების ახალი ეზო - ეს არის თქვენი ეზო, რომელსაც თქვენ უნდა მოუაროთ, სადაც თქვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ. ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა