logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ავტოდაზღვევის ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს
ავტოდაზღვევის ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს
16:20 08.11.2019
ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს. 2018 წელს ანაზღაურებული თანხა 9 500 000 ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა.

2018 წლიდან თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, ამ მხრივ კომპანია საცალო მიმართულებით ლიდერია ბაზარზე - მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზრის წილის 31% სწორედ თიბისი დაზღვევაზე მოდის.

"მთელი ბაზრის 88% კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებია, 12% კი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაშია, ამიტომ ავტომობილის მფლობელებში დაზღვევის კულტურის ამაღლება და საცალო ბაზარზე ლიდერობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ვინაიდან ამ ბაზარზე ლიდერობა, ანუ ცალკეული ადამიანების ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია. ახლა ორიენტირებული ვართ სწრაფი და კომფორტული ციფრული სერვისების შექმნასა და არსებული სერვისების დახვეწაზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ჩვენი გეგმაა დავაჩქაროთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მათ კომფორტზე იქნება მორგებული. სწორედ ამისთვის ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს." - დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევას მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის - ჩშI ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 89.6%-ს აქვს.

თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ის პირველი კომპანიაა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ზარალის ანაზღაურების ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. წელს მომხმარებლების 46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა. კომპანიის მიზანია ეს ციფრი მომავალ წელს კიდე უფრო გაიზარდოს. სტრატეგია კი რამდენიმე წელიწადში მთლიანად ციფრულ სერვისებზე გადასვლაა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა