logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მესამე მასივში ახალი სკვერები გაიხსნა
მესამე მასივში ახალი სკვერები გაიხსნა
15:12 08.11.2019
სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა. ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ერთ-ერთი სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოს N1 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. 1 320 კვ.მ ფართობის დასასვენებელ სივრცეში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედელი და კიბე. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირთათვის და მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის ღირებულება 126 047 ლარია და ის სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია "ალგე ჯგუფმა" განახორციელა.

უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა ხომლელის ქუჩაზეც. N4 კორპუსის მიმდებარედ, 340 კვ.მ ფართობზე საბავშო ატრაციონები და საბაღე სკამები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ღირებულება 45 386 ლარია და ის სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს "ალგე ჯგუფმა" განახორციელა.

ასევე, დასრულდა სკვერის მოწყობა მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ. 165 კვ.მ ფართობის საბავშვო მოედანზე ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც. პროექტის ღირებულება 42 052 ლარია.

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 13 სკვერი მოაწყო, ამჟამად კი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა