logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება
გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება
13:58 08.11.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების

საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს, ფეხბურთის ფედერაცია კი იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს.

მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
ადგილი, სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, არის მე-5-სა და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

მომავალი წლის წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდებსა და პატარებს, ექნებათ საშუალება, ივარჯიშონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, ზომით 108 x 72 მ. და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; აშენდება ადმინისტრაციული შენობა და დამონტაჟდება მოედნის 230-250-ლუქსიანი განათება.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

ღონისძიებას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარი საკრებულოში ოთარ გრიგოლია და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა