logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხატია წილოსანი პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენას დაესწრო
ხატია წილოსანი პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენას დაესწრო
17:37 07.11.2019
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ზოგადად, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციალი. სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის, შესაბამისად კი, შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე ქართული ტრადიციული, განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

ევროკავშირის მიერ 1.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტიანი დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბენეფიციარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია. აღნიშნული პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მოცემულ სფეროში მათი პარტნიორები (იტალია და საფრანგეთი) განახორციელებენ.

ღონისძიებას საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ბარტოლი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის ლიდერები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა