logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
15:46 07.11.2019
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები
შევიდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის, საჭირო საწარმოო დანადგარების შეძენაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ სარგებელი ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შინაარსობრივი ცვლილებები მიზნად ისახავს პროგრამის პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში.

ცვლილებების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს, ნაცვლად 20 მეპაიესი, ინდივიდუალურად საკუთრებაში ქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა.

ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდება 10 მეპაიემდე, ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად საკუთრებაში ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.

ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.

თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების, არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას.

აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამმუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში.

კოოპერატივებმა, 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა