logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა“- ლევან დავითაშვილი მიწის რეგისტრაციის შესახებ არსებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა“- ლევან დავითაშვილი მიწის რეგისტრაციის შესახებ არსებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე
14:39 07.11.2019
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის

რეგისტრაციას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

„ეს პრობლემა ქვეყანაში წლებია დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგისტრირებული მიწის მფლობელობაა. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ის პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ბევრი მიმართულებით არსებული საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. არსებულ კანონმდებლობაზე მუშაობის წინაპირობა იყო ის, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის წარმართვის სწორი მეთოდოლოგია ჩამოგვეყალიბებინა. სახელმწიფო, უკვე 2020 წლიდან, მასშტაბურ და სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დაურეგისტრირებელი მიწები აღარ გვქონდეს, რათა განვითარდეს მიწის ბაზარი და შესაბამისად სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებით მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს უფრო უმარტივდებათ.

მომავალი წლის პირველ იანვრამდე, დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა