გარემოს დასცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა
და განათლების ცენტრში, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა.
ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო.
მოსწავლეები სემინარის მსვლელობისას ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილზეც ისაუბრეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ საზოგადოებასთან.