logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა
17:15 01.11.2019
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა, C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია იყო ბრილიანტი. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ყველა ზემონახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც ნებისმიერ სიჩქარეზე თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტია. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

„ტოიოტას“ მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია: ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა და ულტრათანამედროვე ტექნიკა, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR აერთიანებს 10-მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე თქვენგანს ცოტათი განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლაიმი.

Toyota C-HR წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ისე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მწვანე ბარათს“ გადმოგცემთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე, გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით „ტოიოტა თეგეტას“ CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა