logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე:  ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის,  რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა
აკაკი ზოიძე: ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა
18:59 29.10.2019
"ეს თვე გახლავთ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე. მოგიწოდებთ, 40 წლის ასაკის ზემოთ ქალებს, წელიწადში ერთხელ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს და იმ დაწესებულებებს, სადაც ჩაგიტარდებათ უფასო სკრინინგი ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ჩ ჰეპატიტთან, პროსტატის კიბოსთან, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან და სხვა. ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა და იმ ნაბიჯის არა გადადგმა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს გადაარჩენდა", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



მისივე თქმით, გუშინ გაიმართა იმ გეგმების საჯარო პრეზენტაცია, რის გაკეთებასაც ხელისუფლება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით გეგმავს და რაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის.



ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თავის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის, თუ ადამიანებმა არ იზრუნეს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეასრულოს ის მინიმალური მოთხოვნები და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. ქალებში ყოველი მერვე სიკვდილი დაკავშირებულია სწორედ ამ ვერაგ დაავადებასთან - ძუძუს კიბოსთან. ჩვენს ქვეყანაში, მერიის და სახელმწიფოს დაფინანსებით, ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, სხვა კიბოს სკრინინგის პროგრამებთან ერთად. სამწუხაროა, რომ სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 16% ახერხებს და გადის უფასო სკრინინგს, რომელიც პოტენციურად გადაარჩენდა ათასობით ქალის სიცოცხლეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სკრინინგის დროს სახიფათო სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში მიაკითხონ ჯანდაცვის დაწესებულებებს, სადაც მომსახურება, მკურნალობა, მათ შორის მესამე და მეოთხე სტადიაში, სახელმწიფოს მხრიდან არის სრულად დაფინანსებული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა