logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თსუ-ში „ისრაელის ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში „ისრაელის ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა
18:44 29.10.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იყო საუბარი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ისრაელის ცენტრის პრეზენტაციაზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"19 წლის განმავლობაში თსუ "ისრაელის ცენტრი" იყო ადგილი, სადაც იმართებოდა შეკრებებები და იხილებოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ტარდებოდა სხვადასხვა საკითხის სამეცნიერო კვლევები. ვაპირებთ, რომ ახალი სუნთქვა შევძინოთ ამ ყველაფერს. ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს; საუბარია ერთობლივ კვლევაზე, საერთო სამეცნიერო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაზე,"- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარაშიძემ.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ცენტრმა წარმატებით იმუშაოს. იქნება გაცვლითი პროგრამები და მოვიწვევთ ისრაელიდან ჩვენს მკვლევრებსა და პროფესორებს, რომლებიც ლექციებს ჩაატარებენ თსუ სტუდენტებისთვის," - განაცხადა ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა.
ცენტრის მკვლევრისა და წარმომადგენელის თამარ მახარაშვილის თქმით, ცენტრში ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლებოდა ებრაული ენა. "მნიშვნელობა ამ ცენტრისა არის განუზომლად დიდი, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ უნივერსიტეტზე, იმ უნივერსიტეტის წიაღში არსებულ ცენტრზე, სადაც ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლება ებრაული ენა. ყველა ჩვენი ელჩის, ყველა ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლის ისრაელში პირველი ფრაზა, როდესაც ქვეყანაში ჩადის არის ეს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც 1944 წელს, როდესაც მსოფლიოში ებრაელებს დევნიდნენ, ებრაულ ენას ასწავლიდნენ და ეს შესაძლებლობა მისცა სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ქვეყანას,"- აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სახალხო დიპლომატიის კვალდაკვალ უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობების ხელშეწყობა: "უკვე 10 წელია ისრაელის ცენტრი მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, არაერთი სამეცნიერო პროექტი განხორციელებულა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს და შეუწყობს ხელს ქართველ და ებრაელ ხალხთა თანამშრომლობას."
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე "ისრაელის ცენტრი" 19 წლის წინ დაარსდა. მისი ბოლო ხელმძღვანელი იყო პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე. ცენტრი აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით, სხვადასხვა მიმართულების საქმიანობითა და ღონისძიებებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა