logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
 საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს უკვე მერვედ აღნიშნავს
საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს უკვე მერვედ აღნიშნავს
18:17 29.10.2019
31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. მისი აღნიშვნა საქართველოშიც ტრადიციად იქცა და წელს ის მერვედ აღინიშნება. ამ თარიღისადმი მიძღვნილ აქტივობებს კვირეულის სახე ექნება, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.



მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC)) ორგანიზებით დაიგეგმა. ღონისძიებაში, ეროვნულ ბანკთან ერთად, 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობს: ფინკა ბანკი საქართველო, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი და ტერა ბანკი.



დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას საქართველოს ეროვნული ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, როგორც დესპანები ფინანსური განათლების გავრცელებაში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლას ესტუმრებიან. თანამშრომლებთან ერთად, დაზოგვის კვირეულში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. გაკვეთილები ჩაუტარდება IV-VI კლასების 450-მდე მოსწავლეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლები მსოფლიო დაზოგვის თარიღთან ერთად ბავშვებს გააცნობენ ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციებს, ფულის წარმოშობის ისტორიას, ფულის დაზოგვის მნიშვნელობასა და საჭიროებას.



გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს 6 ქალაქის 20 სკოლაში მოსწავლეები ჩაერთვებიან ,,დაზოგვის სამაგიდე თამაშში", რომლის მიზანია მაღალკლასელებში ფინანსური განათლების დონის გაზრდა და დაზოგვის კულტურის ამაღლება.



კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილე კომერციულ ბანკები საკუთარ ფილიალებში, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არაერთ აქტივობას გეგმავენ.



შეგახსენებთ, რომ შექმნილია დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge,  რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე, საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.



მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში დანაზოგების წახალისების და დაზოგვის კულტურის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა