logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ტაშკენტისა და მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები საკაბელოთი იცვლება
ტაშკენტისა და მიმდებარე ქუჩებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები საკაბელოთი იცვლება
16:59 29.10.2019
თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით "თელასი" 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების "საბურთალო-1" და "საბურთალო-3" საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში "ინტერ რაოს" აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც.
პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან "საბურთალო-1" ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ეწყობა ახალი საკაბელო ხაზი, ხორციელდება არსებული საჰაერო ხაზების და მათი ანძების დემონტაჟი.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანძები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა.
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მოსახლეობას დავპირდით, რომ ტაშკენტის ქუჩაზე კორპუსებს შორის გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟს მოვახდენდით. კომპანია "თელასის" წარმომადგენლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივაღწიეთ შეთანხმებას. ელექტროგადამცემი ხაზები უკვე მიწისქვეშაა ჩატანილი. კარგი არ არის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები ერთმანეთს ანძებით უკავშირდებოდეს, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება. მთლიანად მოიხსნება ბეტონის საყრდენები, გზაც გაფართოვდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე გადაადგილდეს",- განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,66 კილომეტრს შეადგენს. საერთო ჯამში, მიწის ქვეშ დაიგება 16 კმ კაბელი. პროექტს "თელასი" ნოემბერში დაასრულებს.
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები "საბურთალო-1" და "საბურთალო-3" ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდნენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომანქანების მოძრაობას.
ახალი საკაბელო ხაზი საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა