logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ანტიკური ფაზისის ზუსტი ადგილის განსაზღვრაში იაპონელი მეცნიერები ჩაერთვებიან
ანტიკური ფაზისის ზუსტი ადგილის განსაზღვრაში იაპონელი მეცნიერები ჩაერთვებიან
11:36 29.10.2019
ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმუშავებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე კობეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორს, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორს სატორუ ოიშის შეხვდა. მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან ( ჟAXA (ჟაპან Aეროსპაცე Eხპლორატიონ Aგენცყ)და იაპონიის უმსხვილეს მრავალდარგოვან ინსტიტუტთან ღIKEN – თან.
თსუ პროფესორთან ვახტანგ ლიჩელთან ერთად დაგეგმილია ინტერნაციონალური კვლევითი ჯგუფის პირველი სადაზვერვო გასვლა პონტონური ტიპის ნავით კოლხეთში, პალიასტომის ტბასა და მის შენაკად მდინარე ფიჩორში ნაკრძალის ტერიტორიის დასაზვერად. ,, ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება კობეს უნივერსიტეტთან ერთად. პროექტის მიზანია, პირველ რიგში, გეოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური კვლევების ჩატარება, რომლის საბოლოო მიზანია ძვ.წ. პირველ ათასწლეულში პალეოკლიმატური ცვლილებების დადგენა. ეს ხელს შეუწყობს იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც უკვე თითქმის 200 წელია აწუხებს არა მხოლოდ ქართულ სამეცნიერო წრეებს - კოლხეთის ყველაზე მდიდარი და ყველაზე დიდი ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის საკითხი, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია და რომლის შესახებაც 12 განსხვავებული მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, ჩასატარებელია მაღალტექნოლოგიური სამუშაოები, რისთვისაც გამოყენებული იქნება ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რასაც ფლობს კობეს უნივერსიტეტი,"- განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.
"ჩვენ განვაახლებთ ძველი ისტორიული ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის ძიებას, რისთვისაც შევეცდებით გავაერთიანოთ სხვადასხვა დისციპლინები და გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. ძალიან სასიამოვნოა ქართველ არქეოლოგებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კომუნიკაცია უძველესი დროიდან,"- აღნიშნა პროფესორმა სატორუ ოიშიმ.
პროექტი ძველი ბერძნული კოლონიის, კოლხეთის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ფაზისის დღემდე უცნობი ადგილმდებარეობის აღმოჩენას ეხება. კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე რექტორის პროფესორ მიზუტანის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე.
თსუ-ში ვიზიტისას პროფესორმა სატორუ ოიშიმ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია "Lიდარ-ისა და რადარის ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში".



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა