logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერიამ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
თბილისის მერიამ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
11:03 10.10.2019
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონალურმა დირექტორმა,სესილკუპრიემ თბილისში ორგანიზაცია „MobiliseYourCity“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ესწრებოდა.
მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, დონორი ორგანიზაციის - „MobiliseYourCity“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებს პროგრამას, რომელიც თბილისის მერიას მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის - „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის“ შექმნასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, საამისოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში 2 წლის განმავლობაში მივლინებული იქნებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები.

„საფრანგეთის მთავრობასა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სფეროში დახმარების გაგრძელებას. გვეყოლებიან ფრანგი ექსპერტები, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვის, ისე ურბანული მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტო ამაყია, რომ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ურბანული მობილობის განვითარება, მისი სხვადასხვა ასპექტის წინ წამოწევა და გაუმჯობესება“, - განაცხადა სესილკუპრიემ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა თბილისის მერიის ხელმძღვანელობის დაინტერესებას ურბანული ტრანსპორტის განვითარებით.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ თბილისის მთავრობის გვერდით.

მუნიციპალიტეტის მმართველი რგოლი, თბილისის მერის ხელმძღვანელობით, დაინტერესებულია იმით, რომ ურბანული ტრანსპორტი განვითარდეს, რათა სახეზე იყოს ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შედეგები და სხვა უპირატესობები, რაც ამ მიმართულებით განვითარებას მოაქვს. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ მათ“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

თბილისის მერია „MobiliseYourCity“-ის წევრი 2019 წლის აპრილში გახდა. ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება ივლისში, თბილისის მერის, კახა კალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძის პარიზში ვიზიტისას გადაწყდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის