logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირინა აბულაძე: სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ
ირინა აბულაძე: სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ
13:50 09.10.2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რაც რასაც გრიფირების ახალი კონცეფცია ითვალისწინებს:

„სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, გაიზარდა მისი რეცენზირებისა და შინაარსობრივი დახვეწისთვის მოცემული დრო. შესაბამისად გრიფირების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივნისი. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის პროცესი სრულიად დასრულებული იქნება ყველა მისი ეტაპის გათვალისწინებით, მათ შორის რეკომენდაციების მიცემის, გასაჩივრებისა და ა.შ. სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისი ჩათვლით. ეს არის ის პერიოდია, როდესაც სკოლები მიიღებენ უკვე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შესარჩევად და მოვუწოდებთ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს, მათ შორის მშობლებს რომ ძალიან გულდასმით განიხილონ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და გააკეთონ ის არჩევანი რომელსაც თვლიან რომ ეფექტური იქნება მათი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის. შესაძლოა ერთ საგანში იყოს ერთზე მეტი სახელმძღვანელო როგორც ეს ყოველ წელს ხდება ხოლმე, და შესაბამისად, სკოლამ და მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლეებსა და პრაქტიკის გათვალისწინებით შეარჩიონ სახელმძღვანელოები“ - გაცხადა ირინა აბულაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს:

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობდა ახალი კონცეფციის შექმნის ეტაპზე. ჩვენს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა გამომცემლებთან და ავტორებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვართ, რომ მერვე კლასის სახელმძღვანელოები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იქნება“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.


გრიფირების მთავარ სიახლეს სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის, გრიფირების საწყისი ეტაპიდან ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტირება წარმოადგენს. ამ მიზნით გამომცემლებს დამატებით საშუალება მიეცემათ გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ და გამოასწორონ.

გასულ წლებთან შედარებით, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები მეთოდიკური თვალსაზრისით უფრო მეტადაა გაუმჯობესებული - განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის. ამ ფორმებში ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა ამ თემის შესაბამისი (და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად - ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას).

კვლავ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა - ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა, მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად, შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია - 90/10 %-ის ნაცვლად ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს - 5 %.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები.
2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს:
• VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);
• დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები - ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა