logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დედაქალაქის მერმა „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და სტუმრად მყოფ დელეგაციებს უმასპინძლა
დედაქალაქის მერმა „თბილისობასთან“ დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და სტუმრად მყოფ დელეგაციებს უმასპინძლა
10:30 07.10.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც ასევე, საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ სტუმრებს "თბილისობა" მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მეგობრებისა და პარტნიორების ძალისხმევით, თბილისი უფრო განვითარებული და მიმზდველი გახდება.

"მინდა, მოგილოცოთ "თბილისობის" დღესასწაული. ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი უნიკალური კულტურით, სტუმართმოყვარეობით და ორიგინალობით მის სიყვარულში გვაჯიბრებს როგორც მასპინძლებს, ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია და სწორედ თქვენი, თბილისის მეგობრების ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, ის გავხადოთ კიდევ უფრო განვითარებული და უფრო მიმზდველი ყველასთვის.
ძვირფასო მეგობრებო, ამ საზეიმო მიღებას დღეს ესწრებიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმული და ღვაწლმოსილი თანამშრომლები. ეს ადამიანები გუშინ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდნენ. აქ ჩვენთან ერთად იმყოფება ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის მერი იყო, ბატონი ნიკო ლეკიშვილი და ისიც გახდა საპატიო თბილისელის ორდენის მფლობელი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ამ ადამიანებს და მადლიერება გამოვხატო იმ საქმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების და პარტნიორობის იუბილეებს, რომელიც წლევანდელ თბილისობასთან ერთად აღინიშნა.

"არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს - ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლისთავს და ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილეს. ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი იუბილე, რადგან ამ სამი ქალაქის მეგობრობა და ურთიერთობა ერთად ჩამოყალიბდა. ამიტომაც უწოდებენ ამ მეგობრობას ,,დაძმობილების სამკუთხედს’’. ის ღირსშესანიშნავი პროექტები, რომელიც ამ ქალაქებს შორის განხორციელდა ერთობლივად მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება.
მივესალმები მეგობარ და პარტნიორ ქალაქებს, მათ შორის ქალაქ ლუბლინს, რომელთანაც პარტნიორობის 5 წელი შესრულდა და დღეს, თბილისში გაიხსნა ლუბლინელ ხელოვანთა გამოფენა.
ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ თბილისობის დღესასწაულს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ! მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძლისხმევით, ერთიანი შრომით და თქვენი მხარდაჭერით თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევანის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები.

დღევანდელი ღონისძიების პარალელურად, ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის 5 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა