logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია
მიხეილ ბატიაშვილი: გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია
21:14 05.10.2019
მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.


ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო თუმცა, სამინისტრო კიდევ უფრო მეტად იზრუნებს პედაგოგებზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია.

„თითოეულ პედაგოგს გილოცავთ დღევანდელ დღეს! წლევანდელი წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი უმაღლესი განათლება დ მეცნიერება ევროპული სისტემის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ევროპულ სივრცეში უკვე გაწევრიანდა 5 ქართული უნივერსიტეტი, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რაც ასევე დიდი მიღწევაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია. რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის 6000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. გაიზარდა პედაგოგთა ანაზღაურება, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სკოლების კარი გაიხსნა ახალი მასწავლებლებისთვის.ჩვენ დაგპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია ყოფილიყო დაფასებული და დანაპირებს ვასრულებთ. კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია“ - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ავტორებსა და პარტნიორებს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, რომელიც ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.


კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდია და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით ტარდება.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის პრიზები დააწესეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზიამ „შავნაბადა“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთე“, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ „პროგრესი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა