logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ
პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ
21:09 05.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

„თბილისობა 2019” ცოტა განსხვავებულია. შერჩეული გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა წარმოდგენაიხილონ და გაერთონ. ეს ლოკაციებია: ორბელიანის განახლებული მოედანი, რომელიც ულამაზესია.ასევე, რიყის პარკი და ლეღვთახევი. სამივეგან, ორი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მინდა, თბილისელებს ეს დღე მივულოცო. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ქუჩებში არამხოლოდდედაქალაქის მცხოვრებლები არიან გამოსული, არამედ ჩამოსული არიან რეგიონებიდან, ჩამოტანილი აქვთ თავიანთი ნობათი. აქ არიან უცხოელი ტურისტები. ყველას გილოცავთ და მინდა, რომ სულწარმატებები დაღიმილიანი სახეები გისურვოთ, ბედნიერი ყოფილიყავით და თქვენს ოჯახებში კეთილდღეობა გქონოდეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას გისურვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნის გარდა, დილიდან, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, დღეს და ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის თბილისი“, მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი და პროექტი „გვიდირიჟორე“; მოწყობილია ქართული ფილმის და მუსიკის, ასევე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები.

დღესვე, 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“, რომელიც კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

„თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა