logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა გვექნება ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომაროების კუთხით
ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა გვექნება ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომაროების კუთხით
19:32 04.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების კუთხით შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბიზნესს, რომელიც ქმნის ეკონომიკურ და სოციალურ ღირებულებებს, აქვს სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართ.

„დღეს დავათვალიერეთ კომპანიის მიერ შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები. არის რიგი მიმართულებები, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი სახეზეა. ეს ეხება, ტრანსპორტირებას - კომპანიის სატრანსპორტო ნაკადი მთლიანად მოწყვეტილია ქალაქს; დაწყებულია რეკულტივაციის სამუშაოები, რაც ერთ-ერთი კრიტიკული წერტილი იყო გარემოსადაცვითი მიმართულებით და, შესაბამისად, გვქონდა არაერთი შენიშვნა. ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია - გასაგრძელებელია რეკულტივაციის სამუშაოები, კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება, რომ ჯამში რამდენიმე ასეული ჰექტრის რეკულტივაციას მოახდენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყლის დაბინძურების მიმართულებით კომპანიას გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

„ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარდატეხა გვექნება ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომაროების კუთხით. ეს არის ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. თუმცა, სამინისტრო არის პრინციპული, რომ ეკოლოგიური საკითხები სწრაფად გადაწყდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც გარემოს მიმართ თანამედროვე სტანდარტებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით შეძენილი ქალაქის დასუფთავების უზრუნველყოფისთვის შეძენილი სპეცტექნიკა (გზის სარეცხი 8 სპეცმანქანა, „კერხერის“ ფირმის ტექნიკა და რთულად მისადგომი ტერიტორიებისთვის განკუთვნილი მობილური მანქანა) დაათვალიერა. სპეცტექნიკა ჭიათურასა და ზესტაფონში გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიამ დაიწყო კარიერული წესით დამუშავებულ მიწის ფართობზე ჯერ ტექნიკური, ხოლო შემდგომ, ბიოლოგიურ რეკულტივაციის სამუშაოების განხორციელება. მიმდინარე წელს, უკვე რეკულტივირებულია 15 ჰექტარი ტერიტორია. ამ ეტაპისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მღვიმევში ე.წ. ჩაიების ტერიტორიაზე და ზედა რგანში, „კავთელაძეები 2“-ის კარიერზე, საერთო ჯამში 9 ჰა ფართობ ტერიტორიაზე.

გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, 6 ლოკაციაზე სატვირთო ავტომანქანების სპეციალური ავტოსამრეცხაო მოაწყო, რაც გზის ასფალტირებული საფარის დაბინძურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მომუშავე ყველა სახის მძიმე ტექნიკა, გზის ასფალტირებულ ნაწილზე მხოლოდ გარეცხვის შემდეგ მოხვდება.

მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე, კომპანიამ დაიწყო 2 კილომეტრიანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა. მიმდინარე წლის მარტში, დაირგო 1500-მდე ალვის ხისა და კვიპაროსის ნერგი. ათეული წელების განმავლობაში განადგურებული ქარსაფარი ზოლის აღდგენისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი“ ჯამში, 2500 ნერგის დარგვას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე ზესტაფონის ახალი ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო.

ჭიათურაში, კომპანიის ,,ჯორჯიან მანგანეზი“ განხორციელებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის