logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაია თოდუა: აბასთუმნის ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება
მაია თოდუა: აბასთუმნის ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება
14:42 04.10.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან მომავალი პესპექტივები და განვითარების გეგმები განიხილა. დისკუსიის რეჟიმში თანამშრომლებმა მინისტრის მოადგილესთან ერთად იმ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რომელიც ობსერვატორიას გააჩნია.

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად არსებობა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა რესურსის თვალსაზრისით მის გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის უკეთესად მოწყობა და მისი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა. მოხდება იმ მოწყობილობების განახლება, რაც უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო. ამიტომ, გამოხატეს სრული მზაობა, სამინისტროს მხარდაჭერით, მაქსიმალურად ჩაერთონ ყველა პროცესში, ერთობლივად იზრუნონ არსებულ გამოწვევებზე და განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.


„აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებში გადასვლასთან დაკავშირებით შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს.
როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, ობსერვატორია ჩამოყალიბდება სსიპ-ად, რაც ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას, ავტონომიასა და შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური ობსერვატორიის მიმართ დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ საქართველოში ერთადერთ და რეგიონში არსებული სულ რამდენიმე ობსერვატორიიდან ერთ-ერთ უნიკალურ - აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება“ - განცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა