logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქაერონავიგაციამ თბილისის აეროპორტში დაფრენის ახალი ინსტრუმენტალური სისტემა დაამონტაჟა
საქაერონავიგაციამ თბილისის აეროპორტში დაფრენის ახალი ინსტრუმენტალური სისტემა დაამონტაჟა
14:24 04.10.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი დაასრულა.

შპს “საქაერონავიგაციის” საქმიანობის ძირითადი საგანი საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების მართვა და მათი უსაფრთხოების დაცვაა. აღნიშნულის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სანავიგაციო აღჭურვილობების გამართული ფუნქციონირებაა. “საქაერონავიგაცია” პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ეხმარება საჰაერო ხომალდებს, განახორციელონ ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემა - ILS წარმოადგენს თვითმფრინავის “გზამკვლევს” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კომპანია SELEX - ის მიერ წარმოებული ორი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა (ILS) ფუნქციონირებს. პირველი ეტაპი ILS 13R - ის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისტემას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია Selexs ES Inc ამონტაჟებს. კომპანიამ ჩაატარა აეროპორტის კვლევა, შეიმუშავა და დაამტკიცა აპარატურის დაყენების ადგილის და სრულყოფილი ფუნქციონირების საერთო მონაცემები. სამონტაჟო სამუშაოები ამერიკელმა სპეციალისტებმა საქაერონავიგაციის თანამშრომლებთან ერთად შეასრულეს. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით არსებული აპარატურის დემონტაჟი და ახლის დამონტაჟება ეტაპობრივად განხორციელდა.

აღნიშნული სისტემის გამართულად მუშაობას ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს ობიექტის შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მისი მუშაობის შესახებ. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი. განახლებული ILS 13R ექსპლუატაციაში შემოფრენის პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების განახლების მეორე ეტაპი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა