უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს
უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს
13:38 30.09.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ბეჭდვა