logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
12:32 28.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ყვავილის, თანიანთკარის, არაგვისპირის, ჩინთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად შიდა გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სოფლების გაზიფიცირება დაასახელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია საშუალებას იძლევა მოხდეს თითოეული სოფლის საჭიროების იდენტიფიცირება და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მოსახლეობას განუცხადა, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ჟინვალისა და ჩინთის წყალმომარაგების სისტემებს, მიმდინარეობს ჟინვალში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოება, უახლოეს პერიოდში დასრულდება სარემონტო სამუშაოები არაგვისპირის საჯარო სკოლაში, ასევე მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები. ახლო მომავალში იგეგმება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ჟინვალში და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფელ ყვავილში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, თენგიზ ხუბულური და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ესწრებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთანაც გაიმართავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა