logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
15:17 27.09.2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას. ძალიან მძიმე დღე არის. 26 წელია უკვე ამ ჭრილობით მოვდივართ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს მინდა მივმართო ისევე, როგორც აქეთ მხარეს, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ. პასუხისმგებლობა ჩვენზეა. ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობა მაინც უნდა ცხოვრობდეს მშვიდობაში. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ თემას არ განეკუთვნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტაბილურობაზე, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. თუ დღეს ეს ზოგადი სიტყვებია ხვალ, ეს რეალობა გახდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ჩვენ დღეს გმირებს პატივს მივაგებთ და ამასთანავე, დღეგრძელობას ვუსურვებთ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა - ჩვენს ვეტერანებს. ეს არის კიდევ ერთხელ, იმის აღიარება და ხაზგასმა, რომ ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებთან ერთად. იმ ადამიანების სისხლი, რომელთა სახელებსაც გმირების კედელზე ვხედავთ, უკვალოდ არ ჩაივლის. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი ცხინვალი, თავისი მოსახლეობით, ღირსეულად დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას და შევძლოთ ამ ძალიან მძიმე, მტკივნეული დღის და ტკივილის დავიწყება“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა