logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტყისპირა ზოლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება
ტყისპირა ზოლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება
14:25 27.09.2019
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარდამტეხ ფაზაშია. მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ გადაადგილდება, განსაკუთრებით მიგრირებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მდებარე ტყის მასივებიდან.

მავნებლის გავრცელების არეალის მინიმუმამდე შესამცირებლად ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება; ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერული ზონებიდან გამოსული ფაროსანა ერთ ტერიტორიაზე კონცენტრირდება და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით ნადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას ეცნობიან და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია, ტყიდან მიგრირებულ მავნებელს მექანიკური მეთოდების გამოყენებით, სახლის პირობებში ებრძოლონ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკარმიდამო ტერიტორიებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება, რადგან ფერომონიანი თეთრი ნაჭერი იზიდავს დიდი რაოდენობით მავნებელს, რომელიც პრეპარატის შესხურებით მარტივად ნადგურდება.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები ტყისპირა ზოლებში გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება, ხოლო საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა