ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. ნათია თურნავას თქმით,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო.
მინისტრის ინფორმაციით, "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა" თავად მოიძია ინვესტორი. "ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.