logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
13:20 26.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლებმა კარტოფილის თესლის სერტიფიცირების განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა საქართველოში არსებულ თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, ამ მიმართულებით სხავადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე, ასევე საქართველოში არსებულ კარტოფილის ძირითად დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელეს.

4 დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სიონსა და სნოში, საველე ინსპექტირებაში ჩაერთვნენ და CIP-ის ნაკვეთები დაათვალიერეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში მიმდინარეობს თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების დანერგვა. ამ ნაწილში აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების დანერგვის მიმართულებით პროექტს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი სათესლე მასალით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი, რომლის ექსპორტზე გატანასაც შეძლებს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. 2017 წელს კანონი „სავალდებული სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ შევიდა ძალაში, რომლის თანახმად კარტოფილის თესლის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ის საერთაშორისო სტანდარეტების დაცვით, საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება.

CIP-თან ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კომპანიის „აგრიკო“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქპატენტის, აკრედიტაციის ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სასოფლო საკონსულტაცო სამსახურის და ორგანიზაციის „ქეა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა