logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა
კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა
14:27 17.09.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

„აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიოქალაქის ტერიტორია, დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომლის თანახმად აღნიშნული სივრცის განვითარებაში, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, პროექტი იმ კონცეფციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანიის, „კოლიერსის“ მიერ არის შედგენილი.

კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება.

„ალბათ ყველას გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან მქონდა ერთ-ერთი პრეზენტაცია ამ კონკრეტული ადგილის მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც „კოლიერსმა“ მოგვიმზადა.

კონცეფციაში მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც მართლაც საინტერესო სივრცეა. გამოვაცხადეთ ტენდერი და თავისი კონცეფციით გავყიდეთ. გამარჯვებულია „აჭარა ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია სასტუმროები: „სტამბა“, „რუმსი“, ასევე „ფაბრიკა“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არა მხოლოდ გლდანის, მუხიანისა და თემქის მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. აქ ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს, გაერთოს და დაისვენოს. პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო, საგამოფენო, საკონცერტო, კულინარიული, სამუშაო-საწარმოო, სპორტული, ფიტნეს და სხვა ტიპის სივრცეები, ღამის კლუბი, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა