logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
Porsche-ს ახალმა ელექტრო სპორტულმა ავტომობილმა მსოფლიო გააოცა
Porsche-ს ახალმა ელექტრო სპორტულმა ავტომობილმა მსოფლიო გააოცა
13:21 13.09.2019
Porsche-მ საზოგადოებას თავისი პირველი სრულიად ელექტრო სპორტული ავტომობილი წარუდგინა, მსოფლიო პრემიერა ერთდროულად სამ კონტინენტზე გაიმართა. „Taycan-ი აკავშირებს ჩვენს მემკვიდრეობას მომავალთან. მას წინა პლანზე გამოაქვს ჩვენი ბრენდის წარმატება - ბრენდის, რომელიც ხიბლავს და აღაფრთოვანებს ხალხს მსოფლიო მასშტაბით უკვე 70 წელზე მეტია“ - განაცხადა ბერლინში მსოფლიო პრემიერაზე Porsche-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ბლუმმა.

ოთხკარიანი სპორტული სალონი უნიკალური კომპლექტია, რომელიც გთავაზობთ ტიპურ Porsche-ს მახასიათებლებსა და კავშირს ყოველდღიურ გამოყენებასთან. „ჩვენ შეგპირდით ნამდვილ Porsche-ს, ელექტრომობილების ხანაში გასაოცარ სპორტულ ავტომობილს, რომელიც აღგაფრთოვანებთ ტექნოლოგიებითა და მართვის დინამიკით, სწორედ ახლა ვასრულებთ ამ დაპირებას“, - აღნიშნა Porsche AG-ის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მაიკლ შტაინერმა.

ახალი სერიის პირველ მოდელებს წარმოადგენენ Taycan Turbo და Taycan Turbo S, სწორედ ესენია Porsche E-Performance-ის მოქმედების ეპიცენტრში და არიან ყველაზე მძლავრი წარმოებული მოდელებიდან, რომლებიც ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელს აქვს თავის ასორტიმენტში. შემდეგი მოდელი, რომელიც წლის ბოლოს დაემატება პორშეს ელექტრომობილების ახალ ხაზს, იქნება Taycan Cross Turismo. 2022 წლისთვის Porsche ექვს მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს ელექტრომობილებში.

Taycan არის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს 800 ვოლტამდე სისტემური ძაბვა, ელექტრომობილებისთვის ჩვეულებრივი 400 ვოლტის ნაცვლად. ეს გზაზე განსაკუთრებული უპირატესობაა Taycan-ის მძღოლებისთვის.

ახალი მოდელი გამოირჩევა ექსტერიერის დიზაინით, Taycan-ი ახალ ეპოქას იწყებს და ამავდროულად ინარჩუნებს Porsche-ს დიზაინის ელემენტებს. წინა მხრიდან ის გამოიყურება განსაკუთრებულად ფართედ და თანაბრად გამოკვეთილი ფრთებით. სილუეტს ფორმას აძლევს სპორტული სახურავის ხაზი, რომელიც დახრილია უკანა მხარეს. ასევე, დამახასიათებელია უაღრესად დახვეწილი გვერდითი მონაკვეთები გლუვი სალონით, ასევე დამატებულია ინოვაციური ელემენტები, როგორიცაა Porsche-ს შუშის ეფექტის მქონე ლოგო, რომელიც ავტომობილის უკანა მხარეს ჩაშენებულია მანათობელ პანელში.

ინტერიერის უნიკალური დიზაინი ფართო მონიტორით არის გამორჩეული, კაბინა თავისი სტრუქტურით და მთლიანად ახალი არქიტექტურით იწყებს სრულიად ახალ ეპოქას. Taycan-ით Porsche პირველად გვთავაზობს ტყავისგან სრულიად თავისუფალ ინტერიერს. ინოვაციური რეციკლირებული მასალებისგან დამზადებული ინტერიერი ხაზს უსვამს ელექტრო სპორტული მანქანის მდგრად კონცეფციას.

პორშე ცენტრი თბილისი Taycan-ის სრულ სამოდელო რიგს ქართველ მომხმარებელს 2020 წლის თებერვლიდან შესთავაზებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა