logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში  „ბრიტანული სეზონი 2019“  ოფიციალურად  გაიხსნა
თბილისში „ბრიტანული სეზონი 2019“ ოფიციალურად გაიხსნა
13:13 13.09.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასთინ მაქენზი სმითთან ერთად, „ბრიტანული სეზონი 2019“ საზეიმოდ გახსნა.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოში ბრიტანული სეზონის გამართვა ხელს შეუწყობს ბრიტანეთის კულტურისა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებას.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი ბრიტანულ სეზონს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა, ბოლო წლებში, კიდევ უფრო გაღრმავდა და მეგობრული გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის, რომ იგი ქართულად თავისუფლად საუბრობს. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ მას აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კულტურის მიმართ. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ეს დღეები იმართება. ჩვენ გამოვყავით სხვადასხვა ადგილი, სადაც ანალოგიური სტენდები განთავსდება და ისინი დაინტერესებულ პირებს ბრიტანეთის კულტურაზე, განათლებაზე, სიახლეებზე მოუყვებიან. ასევე, იმოქმედებს მოძრავი საელჩო, რომელიც დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც ჩავა, ჩვენს მოსახლეობას გააცნობს ბრიტანეთის კულტურას და მიაწვდის ინფორმაციას იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს ბრიტანული სეზონის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას და პირადად თბილისის მერს, კახა კალაძეს თანადგომისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლამაზია მეტროსადგური „რუსთაველი“. სწორედ ამიტომაც, სამი თვით აქ განვათავსებთ ბრიტანულ გალერეას, რომელიც ბრიტანულ ელფერს შესძენს ამ სადგურს. ამასთან, ავტობუსებზეც განთავსდება ბრიტანული ხედების ამსახველი ბანერები. ეს არის საქართველოში 2019 წლის ბრიტანული სეზონის შესანიშნავი დასაწყისი“, - განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

„ბრიტანეთი/საქართველო 2019“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი, 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი, სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება.

სეზონის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ბრიტანეთი თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით.

ბრიტანული სეზონი მოიცავს ფესტივალებს, კონფერენციებს, კინოპროგრამას, ვორქშოფებსა და მასტერკლასებს, ასევე, დისკუსიებსა და ლექციებს მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. პროგრამა წარმოდგენილი იქნება როგორც ბრინატეთის საელჩოს, ასევე, ბრიტანეთის საბჭოს მიერ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის