logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კახა კალაძემ ვიცე-მერს სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა
კახა კალაძემ ვიცე-მერს სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა
13:33 11.09.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.

კახა კალაძემ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს კიდევ სხვა დაზარალებულები, მათ შორის „ცენტრ პოინტის“. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, აქაც, უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამ ოჯახების პრობლემაც იქნება მოგვარებული. ძალიან მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული და 4000 დაზარალებული ოჯახია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას.
მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ.

დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს.
შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500-მდე ოჯახს, თბილისის მერის განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2-თან, რომლის საფუძველზე მშენებლობები დაიწყება და მათი დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი ბინას მიიღებს.

„ესაა მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში მდებარე პროექტები, რომლებიც ჯამში 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2-თან. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 მლნ ლარია. დღეს, შეიძლება ითქვა, რომ ამ ადამიანებს არც თანხა აქვთ დაკარგული და საცხოვრებელ ფართებსაც მიიღებენ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება.

m2-სა და "სვეტს" შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, მაშინვე მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა, პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ურბანული განვითარების და არქიტექტურის სამსახურებმა მოამზადონ სამშენებლო ნებართვა, როგორც კი პროექტი იქნება წარმოდგენილი. აქაც ჩვენ გვექნება მაქსიმალური თანადგომა, მხარდაჭერა და ვეცდებით, რომ ძალიან სწრაფად იყოს ეს ნებართვები გაცემული. გარდა ამისა, ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ საინიციატივო ჯგუფზე. იქ არის გარკვეული ყადაღები და უნდა მოხდეს ამ ყადაღების მოხსნა, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მიწის მფლობელებს, რადგან მათი უშუალო ჩართულობით და შეთანხმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. დაახლოებით სამი წელი დაჭირდება ყველა ამ პროექტის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც გაიცემა სამშენებლო ნებართვები და დაიწყება პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს, მათ შორის მერის მოადგილე ილია ელოშვილს, საინიციატივო ჯგუფს, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიტიკას და პროკურატურას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის