ტელეკომპანია "რუსთავი 2": უკვე რამდენიმე დღეა ჩვენს Facebook გვერდზე ჩნდება პოსტები, რომელსაც კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს
ტელეკომპანია "რუსთავი 2": უკვე რამდენიმე დღეა ჩვენს Facebook გვერდზე ჩნდება პოსტები, რომელსაც კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს
14:42 10.09.2019
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკვე რამდენიმე დღეა "რუსთავი 2"-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბეჭდვა