სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
14:26 10.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ სამცხე-ჯავახეთის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

წითლიძე რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, მათ შორის რეაბილიტირებულ ყაურმა-მამწყვარასა და მამწვარას სარწყავი სისტემების მუშაობას გაეცნო. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის აღდგენა მუნიციპალიტეტში 1140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდებას 440 ჰექტარზე გააუმჯობესებს.
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გენერალურმა დირექტორმა რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა სამომავლო გეგმები და ის პროექტები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კომპანია სამცხე-ჯავახეთში განახორციელებს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 9 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1700 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

ბეჭდვა