logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთაწმინდაზე ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა
მთაწმინდაზე ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა
14:24 10.09.2019
მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. განახლებული სკვერიდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს, რომლებმაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„მივესალმები ლიეტუვის დელეგაციას, პატივცემულ სტუმრებს. კიდევ ერთი ულამაზესი, მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე შეემატა ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს ეს ყველაფერი სახეშეცვლილია. მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის მთავრობას, სახელმწიფოს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ლიეტუვა ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით იყო ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ასე იქნება მომავალშიც. ეს გალამაზებული სკვერი სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობისა და მეგობრობის სახეა.
მადლობას ვუხდიყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში. ამ კონკრეტული სკვერის პროექტის ავტორია არქიტექტორი, რომელიც ლიეტუვადანაა და მინდა, მადლობა გადავუხადო მას. მადლობა ამ ულამაზესი სკულპტურის ავტორს, რომელიც ძალიან მოუხდა სკვერს და საერთო ჯამში ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. მადლობა მთაწმინდის გამგეობას. ამ პროექტის განხორციელება მთაწმინდის რაიონის გამგებლის უშუალო ჩართულობით მოხდა.

ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად შევძელით ამ პროექტის განხორციელება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მადლობა გადაუხადათბილისის მერს მიღებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტზე იმუშავა.

„სახელი ლიეტუვა, გარკვეულწილად, მოდის სიტყვიდან „წვიმა“ და წვიმა მოგიტანეთ, როგორც სიმბოლო, რადგან, ვფიქრობ, რომ სიმბოლოები მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. არაფერი პირადული. მიიღეთ ეს, როგორც ჩვენი სიმბოლო. დიდი მადლობა ამ მშვენიერი პროექტისთვის ყველას, ვინც იმუშავა მის განვითარებაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც პირველად გაიხსნა ეს სკვერი, ის იყო საქართველოსადმი ლიეტუვის სოლიდარობასთან დაკავშირებული. ეს მოხდა დაახლოებით, 10 წლის წინ, ომის შემდგომ.მაშინ,სკვერი ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა გახსნა და ეს იყო თბილისისა და საქართველოს მადლობის ნიშანი ლიეტუვის სოლიდარობისათვის. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი განახლდა, ის იქნება ჩვენი განახლებული მეგობრობის სიმბოლო, რომელიც გასტანს მუდმივად და ეს მეგობრობა, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, მუდმივი იქნება.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ არის მშვენიერი ადგილი ამ პარკში „სელფებისათვის“, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ ტურისტები, გადაიღონ „სელფები“ და დაინახონ ჩვენი მეგობრობა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვილნიუსში ძალიან ბევრი ასეთი ანგელოზი გვყავს, რომელიც იცავს ქალაქს, იცავს მის მოქალაქეებს და იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ანგელოზი, რომელიც აქ არის ჩამომჯდარი, დაიცავს თბილისის მოქალაქეებსაც.
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ლიეტუვა და თქვენ, ყველანი!“, - განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით მიმართვების შემდეგ, წაიკითხეს ვილნიუსის მერის რემიგიუს შიმაშიუსის წერილი, რომელშიც მან ვილნიუსისა და თბილისის მეგობრობაზე ისაუბრა.

ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია,გასულ წელს თბილისს,ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებიკომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.

სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო ადაპტირებული წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა, დაიდგა თანამედროვე ტიპის ურნები და სკამები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა