დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:00 10.09.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბურძგლას, საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის, პეტრიწის, პეტრე იბერის, გამრეკელის, ბახტრიონის, გოთუას, შარტავას, იოსელიანის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ვახტანგ ნინუას, ზესტაფონის, ბობ უოლშის, შეშელიძის, წყალსადენის, ომარხიზანიშვილის დაართმელიძისქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალისIII მიკრორაიონის, ღოღობერიძის, ვირსალაძის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის,თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა