logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარი მოეწყობა
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარი მოეწყობა
10:22 08.09.2019
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე სრულდება. კერძოდ, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემები მთლიანად შეიცვალა. ადგილზე, ასევე, შეიცვლება განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწის ქვეშ განთავსდება. მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს განხორციელებულა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარი იყოს მოწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდება. მხოლოდ ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. პროექტი კი მოგვიანებით დასრულდება. პარალელურად, ტროტუარის მოპირკეთება ხდება, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში განთავსება, ნარჩენებისთვის კი მიწისქვეშა ურნები ეწყობა. რადგანაც სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამზირის ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდეს, რათა ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი" უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებს. კერძოდ, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ტარდება, რაც გზის საფუძველის სიმკვრივეს გააორმაგებს და რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს. საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გზის საფარის დაგება პირველად აეროპორტის გზატკეცილზე განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა