logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს შეხვდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს შეხვდა
18:09 06.09.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც ყველა საგანში გადალახეს მინიმალური ზღვარი, თუმცა ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფლება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აბიტურიენტების მიერ არჩეული ისეთი პროგრამები გახდა, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო.

გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აბიტურიენთებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და მიაწოდეს მათ დეტალური ინფორმაცია როგორც რეგისტრაციის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის პროცედურის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად ქვეყნდებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და Facebook გვერდებზე. ინფორმაცია, თუ რა უნდა გაითვალისწინონ პროგრამების შერჩევის დროს, დეტალურადაა გაწერილი „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“ რომელიც გამოქვეყნდა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი აბიტურიენტისათვის.

გარდა ამისა, პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, თუ რამდენად დიდია კონკურსი მათ მიერ შერჩეულ პროგრამებზე. მათ არჩევანის შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ მას შემდეგაც კი, რაც მიიღეს ინფორმაცია ყველა საგანში მიღებული ქულებისა და აპელაციის შედეგების შესახებ. მიუხედავად ამისა, წელს 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა არჩევანი ისეთ პროგრამებზე, სადაც ძალიან მაღალი კონკურსია და ამის გამო ვერ ჩაირიცხა სასურველ პროგრამაზე.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაწუხებს თითოეული იმ აბიტურიენტის ბედი, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო წელს ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლება. განსაკუთრებით კი მათი, ვინც გადალახა ბარიერი და ვერ ჩაირიცხა. იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ასეთი შემთხვევები, ჩვენ წელს, გაზაფხულზე მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისში და რეგიონებში) ჩავატარეთ ღია კარის დღეები და ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია, რათა აბიტურიენტები მაქსიმალურად ინფორმირებული ყოფილიყვნენ შემდეგ საკითხებზე: აბიტურიენტებს აქვთ პროგრამების განუსაზღვრელი რაოდენობით არჩევის უფლება. გარდა ამისა, პროგრამების არჩევანის გაკეთებისას აბიტურიენტებს აქვთ საშუალება ნახონ რამდენად დიდია კონკურსი მათ მიერ არჩეულ პროგრამაზე. აბიტურიენტებს ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში შეუძლიათ ცვალონ მათი არჩევანი, არჩევანის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ მას შემდეგაც, რაც გაეცნობიან ყველა საგანში მიღებულ ქულებს და აპელაციის შედეგებს.

ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო აბიტურიენტთა ცნობარში, რომლითაც ხელმძღვანელობს აბიტურიენტი დარეგისტრირების დროს. ცნობარიგამოიცა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.

მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად არის აბიტურიენტების ნაწილი რომლებიც ირჩევენ ისეთ პროგრამებს, სადაც არის ძალიან მაღალი კონკურსი და ამის გამო ვერ ირიცხება სასურველ პროგრამაზე. ამ შედეგის დადგომისას აბიტურიენტების ნაწილს კვლავ სურს სცადოს სხვა პროგრამებზე ჩარიცხვა, თუმცა პროცესი უკვე დამთავრებულია და კანონი ამის საშუალებას აღარ იძლევა.

მიუხედავად ამისა წელსაც გვყავს 600-ზე მეტი ასეთი აბიტურიენტი. აბიტურიენტების ნაწილი ითხოვს მეორად ჩარიცხვას, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, ვინაიდან ასეთი ჩარიცხვების შემთხვევაში არ არის გარანტია, რომ ყველა მათგანი ჩაირიცხება, იყო შემთხვევა როცა ასეთი ჩარიცხვის დროსაც თითქმის აბიტურიენტთა დიდი ნაწილი კვლავ უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა“ - განაცხადა სოფიო გორგოძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის