logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
23:04 05.09.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან და მოადგილეებთან ერთად ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულმა №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლაში გადახურვის სამუშაოები და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდა. პირველლი სკოლის გარდა სხვადასხვა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ფოთის №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ,,უეფას" ხელშეწყობით, ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით და ტექნიკური შენობა, სადაც განთავსდება ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელები, მწვრთნელების ოთახი და სამედიცინო სივრცე. საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე გაეცნო კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მშენებლობის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში ტროტუარებთან ერთად სანიაღვრეების და ბორდიურების მოწყობა მოხდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება - 371 470 ლარია.
ფოთში ასევე მიმდინარეობს ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტი სახურავის, სარდაფის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის რეაბილიტაციას, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს. პროექტის ღირებულება 904 824 ლარია.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის