logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა
17:39 04.09.2019
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ ბატონი კახა კალაძის მიღწევებს. იგი, მერის რანგში, დღესაც აგრძელებს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონი მერი დაჯილდოვებულია „აზერბაიჯანის დიპლომატიური ორდენით,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ხელისუფლებას საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ჯილდო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი ჯილდოსთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, რომელშიც გათვალისწინებული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ხდება.

აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელი მახირ მამედოვი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა