logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა
17:24 30.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანია საკითხების განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოხდეს, რაც საბოლოოდ, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი იქნება. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, ჩვენი მიზანია სოფელი წარმოვადგინოთ როგორც ბიზნესმოდელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი სტრატეგია წარმოდგენს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვას და ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ სოფლის მეურნეობის სტრატეგიას. ახალი სტრატეგია თავსებადია საქართველოს მთავრობის გრძელვადიან ხედვასთან და საბიუჯეტო პარამეტრებთან.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებზე პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარადგინა. ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება.

სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა დისკუსიით, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამთავრობო და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით განახორციელა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის